შევჩენკომ განმარტა, რატომ ვერ გახდა კალაძის და ვეას მსგავსად წარმატებული პოლიტიკოსი

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ Forbes-Украина-სთან ინტერვიუში თავის პოლიტიკურ გამოცდილებაზეც ისაუბრა.

- როგორც მივხვდი, პოლიტიკამ იმედი გაგიცრუათ. საერთოდ რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა - ეს ბერლუსკონის ზემოქმედებაა? თქვენ როგორი ამბიცია გქონდათ?
- ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკამ იმედი გამიცრუა - უბრალოდ მივხვდი, რომ ეს ჩემი სფერო არაა. თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი, სიამოვნებას ვერ ვიღებდი და ვერ ვხედავდი, საკუთარი თავის რეალიზაცია როგორ მომეხდინა.

რატომ წავედი იქ? უკრაინა ახალგაზრდა სახელმწიფოა, სადაც ახალგაზრდა პოლიტიკოსებზე მოთხოვნაა, თანაც, სპორტსმენებზე. ეს მსოფლიო ტენდენციაა. საქართველოში სერიოზული პოლიტიკური კარიერა გაიკეთა "დინამოში" ჩემმა
პარტნიორმა კალაძემ, ლიბერიაში ვეა პრეზიდენტი გახდა.

სამყარო იცვლება და ყველა მსურველისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. კარიერის დასრულების შემდეგ კარგი დამატებითი განათლების მიღების ბევრი შესაძლებლობაა. მაგალითად, ჰარვარდში ყოფილი ათლეტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამაა.

- თქვენთვის ეს გვერდი საბოლოოდ დახურულია?
- ახლა საკუთარ თავს პოლიტიკაში ნამდვილად ვერ ვხედავ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ კალაძე ერთერთი უიშვიათესი პოლიტიკოსია რომელმაც საკუთარ თავზე იმუშავა და რაღაცას აკეთებს. გადახედეთ უბრალოდ თუნდაც 2011-12 წლების მის საუბარს და დღევანდელს, ცა და დედამიწაა. კარგი ფეხბურთელი იყო და ჩემდა გასაკვირად კარგი პოლიტიკოსი გამოვიდა
დავითი
02:06 17-06-2021
41
გამოექანონო ეგ არიყო რომ მოუწოდა ?
შუათითი მე ვაჩვენე ხალხს ?
რამდენი რამ კიდე ...
მაგის ნაპოლიტიკოსარი არ გაიშვას.

დარჩენილიყო ფეხბურთში უყვარდა ხალხს და ასე შეაძულა თავი. ფუუუ

28

სიახლეები პოპულარული