დღეს, 19 ივნისს, კოპა ამერიკის მეორე ტურში ერთმანეთს არგენტინა და ურუგვაი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
"ალბისელესტემ" შეხვედრა აქტიურად დაიწყო და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა, მე-14 წუთზე ლეო მესის პირისპირ დარჩენილმა ლუკას ტორეირამ ლეგენდას ვერაფერი დაუპირისპირა, არგენტინელი კი საჯარიმოსკენ შეიჭრა და ბურთი მეკარის საჯარიმოსკენ გაგზავნა, გუიდო როდრიგესმა კი თავური დარტყმით საკუთარ ნაკრებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
ამრიგად, 2 ტურის შემდეგ არგენტინა 4 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, ურუგვაისთვის კი ეს თამაში მიმდინარე კოპა ამერიკის ტურნირზე პირველი გახლდათ.
ალბისელესტე მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს, პარაგვაის წინააღმდეგ გამართავს, ურუგვაი იმავე რიცხვში ჩილეს დაუპირისპირდება.
სხვა შეხვედრა:
ჩილე - ბოლივია 1:0