დღეს, კოპა ამერიკის ეგიდით, 2 შეხვედრა გაიმართა.
ბრაზილია პერუს დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობით, 4:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "სელესაო" ყველა ტურნირზე 2019 წლის 19 ნოემბრის შემდეგ დაუმარცხებელია.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ბრაზილიელებმა პირველი გოლი მე-12 წუთზე გაიტანეს. თავი ალექს სანდრომ გამოიჩინა. შეხვედრის პირველ ნახევარში აღარაფერი შეცვლილა, მეტიც, გულშემატკივარი მეორე გოლს 68-ე წუთამდე ელოდა, შემდეგ კი ტურნირის მასპინძლებმა "გაილაღეს".
68-ე წუთზე ნეიმარმა ფრედის გადაცემით ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 89 წუთზე გოლი ევერტონმაც შეაგდო, ხოლო მატჩს წერტილი რიჩარლისონმა 90+3 წუთზე დაუსვა.
ამრიგად, "სელესაო" 6 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, პერუ 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.
ბრაზილია 24 ივნისს კოლუმბიას დაუპირისპირდება. პერუ იმავე კოლუმბიას 21 ივნისს შეხვდება.
მეორე შეხვედრა კოლუმბიასა და ვენესუელას შორის შედგა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.