ბრაზილიელი მცველის ულამაზესი გოლი "ფლამენგოს" კარში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრაზილიის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "ფლამენგო" და "ბრაგანტინო" შეხვდნენ, სტუმართა მცველმა ადერლანმა ანგარიში ულამაზესი დარტყმით გახსნა.

შეხვედრის მე-12 წუთზე მარჯვენა მცველმა ჯარიმიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კარში ქუსლით გადაგზავნა. "ფლამენგოს" გამოცდილი მეკარე დიეგო ალვესი უძლური იყო - კი გადახტა, მაგრამ ვერ შეწვდა...

შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა - 3:2. "ბრაგანტინომ" გამარჯვების გოლი 90+8-ე წუთზე გაიტანა. ადერლანმა კი მიმდინარე სეზონში უკვე მეორე გოლი შეაგდო...

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამაზე მაგარი გოლი ფლამენგოს შემტევმა გაიტანა 2-1 ზე მაკრატელა დარტყმით
საქართველო
17:06 20-06-2021
0

სიახლეები პოპულარული