თურქეთის ნაკრების ლეგენდარული მეკარე რუშთუ რექბერი გულშემატკივრებს არა მხოლოდ თამაშით, არამედ გრძელი თმებითა და მებრძოლისთვის დამახასიათებელი სახის მოხატულობით დაამახსოვრდათ.
თუ თმები იმიჯის შემადგენელი ნაწილი გახლდათ, საღებავს წმინდა ფუნქციონალური დანიშნულებაც ჰქონდა.
მოხატულობა რექბერის ხასიათის ნაწილიც გახდა. თურქი მეკარე მეტოქე თავდამსხმელებისთვის უფრო საშიშად გამოიყურებოდა, თუმცა თვალის ჩარჩოებსა და ლოყებს შორის არსებული შავი საღებავის პირველადი დანიშნულება სხვა იყო. საღებავი, რომლითაც რუშთუ სახეს იხატავდა ანტიარეკლვადია. ჩრდილოეთ ამერიკაში ასეთ მოხატულობას "Eye Black-ს" უწოდებენ - მას სპორტსმენები მაშინ ატარებენ, როცა მზის სხივები ან სტადიონის პროჟექტორების ნათება
ჰაერში მფრინავი ბურთის დანახვას ართულებს.
საღებავს ხშირად ამერიკული ფეხბურთის მოთმაშეები იყენებენ, ის ფუტკრის ფიჭისაგან, პარფინისა და ნახშირისაგან შედგება. ხშირად მიმართავენ გამოსხივების საწინააღმდეგო ხაზებს, რომლებიც დამცავი მატერიისაგან შედგება. მათ სხივები შავი ფერის დამსახურებით უნდა შთანთქონ, თუმცა მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ასეთ ზოლებს შედეგი არ მოაქვს...
რექბერი საღებავს ბურთის მხედველობიდან დაკარგვის საფრთხის აღმოსაფხვრელად იყენებდა. შესაძლოა, სწორედ ამ გამჭრიახი ნაბიჯის გამო გაუშვა 2002 წლის მუნდიალზე მხოლოდ 6 (5 ბრაზლიისაგან, 4 ჯგუფში, 1 ნახევარფინალში) გოლი 7 მატჩში.
ლეგანდას მიმდევრებიც ჰყავს: "ორლანდოს" მეკარე უეინ სენდილენდსი ასევე საბრძოლო მოხატულობით თამაშობს. უეინი რექბერის ფანია და ამბობს, რომ მის თამაშებზე გაიზარდა, არა და მხოლოდ 11 წლით უმცორსია. სამხრეთაფრიკელის, როგორც თავის დროზე თურქის, წარმოდგენა თვალებს ქვეშ არსებული შავი საღებავის გარეშე შეუძლებელია.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით