ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელმაც გასულ წელს საქართველოს ნაკრებს სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ტურნირზე უხეიროდ იასპარეზა, ჯგუფში სამივე მატჩი უშანსოდ წააგო, მისი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი კი გადადგა.
"ამ გუნდის ევროპირველობაზე ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. უკეთ ასპარეზობა გვსურდა, მაგრამ იმედგაცრუებული არავინ უნდა დარჩეს, ვინაიდან ეს დიდ სცენაზე ჩვენი დებიუტი იყო. ფეხბურთელებს ძალისხმევისათვის შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო.
ევროზე გასვლით ჩვენი გუნდი ისტორიაში შევიდა და პანდევს მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველაფერ იმისათვის, რაც ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთისთვის გააკეთა. მე გამიმართლა, რომ 5.5 წელი ვმუშაობდი ა
დამიანთან და ფეხბურთელთან, რომელიც სხვებს მაგალითს აძლევდა და მომავალი თაობისთვის თამასა მაღალ სიმაღლეზე ასწია.
ამ რანგში ეს ჩემი ბოლო პრესკონფერენციაა. ჩემი კონტრაქტი 31 ივლისს იწურება და მე მივდივარ", - განაცხადა ანგელოვსკიმ ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხების შემდეგ.
ამ რანგში ეს ჩემი ბოლო პრესკონფერენციაა. ჩემი კონტრაქტი 31 ივლისს იწურება და მე მივდივარ", - განაცხადა ანგელოვსკიმ ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხების შემდეგ.