ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი ანგელოვსკი გადადგა

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელმაც გასულ წელს საქართველოს ნაკრებს სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ტურნირზე უხეიროდ იასპარეზა, ჯგუფში სამივე მატჩი უშანსოდ წააგო, მისი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი კი გადადგა.

"ამ გუნდის ევროპირველობაზე ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. უკეთ ასპარეზობა გვსურდა, მაგრამ იმედგაცრუებული არავინ უნდა დარჩეს, ვინაიდან ეს დიდ სცენაზე ჩვენი დებიუტი იყო. ფეხბურთელებს ძალისხმევისათვის შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო.

ევროზე გასვლით ჩვენი გუნდი ისტორიაში შევიდა და პანდევს მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველაფერ იმისათვის, რაც ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთისთვის გააკეთა. მე გამიმართლა, რომ 5.5 წელი ვმუშაობდი ა
დამიანთან და ფეხბურთელთან, რომელიც სხვებს მაგალითს აძლევდა და მომავალი თაობისთვის თამასა მაღალ სიმაღლეზე ასწია.

ამ რანგში ეს ჩემი ბოლო პრესკონფერენციაა. ჩემი კონტრაქტი 31 ივლისს იწურება და მე მივდივარ", - განაცხადა ანგელოვსკიმ ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხების შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
აუ ვერ დავიჯერებ რო ამათმა მოგვიგეს!!! იმენა თხასავით გაგვყიდეს. არ მგონია ფედერაციას გავეყიდეთ არჩევნები იყო და ევროპაზე გასვლით ძალიან დიდ ქულებს დაიწერდნენ. სტადიონზე ხალხის არ დაშვება იყო კატასტროფა!!! ნებისმიერი ადამიანი მოაწერდა 14 დღიან კარანტის ოღონს სტადიონზე შეეშვათ! უჯგრელებმა კიდევ ერთხელ გვანახეს რა ძალა აქვს მაყურებელს.ხვიჩას კორონა ხო საერთოდ რუსეთში არ ქონდა აეროპორტში არ ქონდა და სასტუმროში შევყარეთ :( ეს ჩემი მოსაზრებაა.
ბოკინიო
16:25 24-06-2021
1
რა სისულელეს ამბობ, ვიღაცა ხარ, რა შუაშია ევროკავშირის წევრობა. აბა შენ არ წაგეგო და ვინ გავიდოდა.
სტატუს ქუო
15:28 24-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული