რონალდო პსჟ-ში თუ "იუნაიტედში"? ფეხბურთელის მომავალი უცნობია

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა. 36 წლის ფეხბურთელი ამჟამად პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევრო 2020-ის მეთექვსმეტედფინალშია, სადაც მისი მეტოქე ბელგიის ნაკრები გახლავთ.

ჭორების თანახმად, რონალდომ შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს, სუპერვარსკვლავის სამსახურით კი "პარი სენ ჟერმენია" დაინტერესებული.

Corriere dello Sport-ის მიხედვით, რონალდოს აგენტი ხორხე მენდესი იტალიაში ჩაფრინდება და "ბიანკონერის" წარმომადგენლებს შეხვდება. კრიშტიანოს პარტნიორმა ჯორჯინა როდრიგესმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რონი ტურინში დარჩებოდა.

"ბებერ ქალბატონს" პორტუგალიელი ვარსკვლავის შენარჩუნება სურს, თუმცა იტალიელებს მეორე მხარე უფრო ანაღვლებთ, მისი ანაზღაურება, რომელიც წელიწადში 60 მილიონ ევროს მოიცავს.

გამორიცხული არაფერია, ფეხბურთელი შესაძლოა სათამაშოდ მადრიდშიც დაბრუნებულიყო, თუმცა "ბლანსოკმა" უარი განაცხადა. ამრიგად, რონალდოს არჩევანის გაკეთება პსჟ-სა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მოუწევს.

გავრცელებული ჭორების თანახმად, ხორხე მენდესი პარიზშიც ჩაფრინდება, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა აგენტის დაყოლიებას ყველანაირი გზით შეეცდება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით