მესის ბენეფისი - არგენტინამ დიდი სხვაობით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის შეხვედრებიდან მიღებული სიამოვნება კოპა ამერიკაზე გაგრძელდა, სადაც არგენტინის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ბოლივია 4:1 დაამარცხა და დამაჯერებელი ლიდერობა მოიპოვა.

შეხვედრა ლიონელ მესის ბენეფისად იქცა - მან მატჩის დასაწყისშივე, მე-6 წუთზე,  პაპუ გომესს ფენომენალური პასი გაუკეთა, შემდეგ კი არგენტინელთა "ათიანის" გოლების ჯერიც დადგა. "ბარსელონას" ვარსკვლავმა ჯერ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, შემდეგ კი აგუეროს კარგი პასი შეირგო და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში სამამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში ბოლივიამ ცოტათი გაიბრძოლა, მაგრამ ბევრი ვერაფერი მოახერხა და საბოლოოდ, შეხვედრა არგენტინელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს.

4
ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე, არგენტინის ნაკრები მეოთხედფინალში ეკვადორს დაუპირისპირდება. პლეი-ოფის სხვა წყვილები კი ასე გამოიყურება:

ურუგვაი - კოლუმბია;

ბრაზილია - ჩილე;

პერუ - პარაგვაი.

altარგენტინა დამაჯერებლად ლიდერობს, მესი მშვენიერ ფორმაშია [VIDEO]

altბრაზილიამ 2019 წლის შემდეგ პირველად ვერ გაიმარჯვა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 10 /
ვინც რონალდოს მესიზე წინ აყენებს იმას უბრალოდ ფეხბურთი არ ესმის... ეს იმას არ ნიშნავს , რომ რონალდუ ცუდი ფეხბურთელია :)
კახაკ
01 ივლისი 2021 16:13
1
ბოლივიას და ალავესებს უგებს ჭერეხივით :)
ქომაგი
29 ივნისი 2021 18:16
16
მისალოცი ამბავია :დ ორი წლის მერე ძლივს ღია თამაშიდან გაიტანა გოლი :დდ კიდე სხვას დასციან პენალტებზე :დდდდ
Dima
29 ივნისი 2021 17:29
10
რა შეირგო, რეებს წერთ! შეირგო რა, ხაშია თუ ხინკალი. წადით პივა დალიეთ და წერას შეეშვით!
ხაში
29 ივნისი 2021 15:27
0
გოგა....რონალდომ ხომ დაგლიჯა საჭირო დროს საჭირო მომენტში ბელგიასთან
1985
29 ივნისი 2021 14:35
0
ლეო მაგარი ხარ! წვერის გარეშე, პატარა ბიჭს გავხარ. საერთოდ ამ წვერებს რას უშვებენ ფეხბურთელები, ვერ გამიგია, თანაც ამ სიცხეში.
kaxa
29 ივნისი 2021 13:22
1
აკეთებს ბოლივიასთან, პარაგვაი-პერუსთანაც გააკეთებს და ზინზიბართანაც, თუ მოუწია, პრობლემა ისაა, რომ საჭირო მომენტში ნაკრებს ვერასდროს დაეხმარა, თორემ "ხეტაფესთან" იცოცხლე, ბდღვნის ყველაფერს...
გოგა
29 ივნისი 2021 13:01
18
გოგა, როლანდომ რატომ დააგდო მეორედ კაპიტნის სამკლავური, ხომ არ იცი? ცნობისათვის: როგორ ნერვებზე გირტყამთ, როცა მესი კარგად თამაშობს და ამის გამო, გინდათ არ გინდათ, ათას სისულელეებს წერთ. არა ვარ მართალი, გოგა ჯან?
გოგას.
29 ივნისი 2021 15:46
1
ერთ თამაში ითამაშა რონალდოს მთელი ევროპისჩემპიონატი. არგენტინის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი, ყველაზე მეტი გოლი, ყველაზე მეტი ასისტი, ყველაზე მეტი საგოლე პასის წინა პასი, ყველაზე მეტი წუთი ნათამაშები, ყველაზე მეტი სახიფათო მომენტი (+სახიფათო პასი) და ამ კაცზე იძახიან ნაკრებში ვერაფერს აკეთებს ხავი და ინიესტა რადგან არ ყავსო.
semi
29 ივნისი 2021 11:22
4
სემი, ჯიგარი ხარ.
nika
29 ივნისი 2021 13:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული