მესის ბენეფისი - არგენტინამ დიდი სხვაობით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის შეხვედრებიდან მიღებული სიამოვნება კოპა ამერიკაზე გაგრძელდა, სადაც არგენტინის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ბოლივია 4:1 დაამარცხა და დამაჯერებელი ლიდერობა მოიპოვა.

შეხვედრა ლიონელ მესის ბენეფისად იქცა - მან მატჩის დასაწყისშივე, მე-6 წუთზე,  პაპუ გომესს ფენომენალური პასი გაუკეთა, შემდეგ კი არგენტინელთა "ათიანის" გოლების ჯერიც დადგა. "ბარსელონას" ვარსკვლავმა ჯერ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, შემდეგ კი აგუეროს კარგი პასი შეირგო და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში სამამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში ბოლივიამ ცოტათი გაიბრძოლა, მაგრამ ბევრი ვერაფერი მოახერხა და საბოლოოდ, შეხვედრა არგენტინელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს.

4
ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე, არგენტინის ნაკრები მეოთხედფინალში ეკვადორს დაუპირისპირდება. პლეი-ოფის სხვა წყვილები კი ასე გამოიყურება:

ურუგვაი - კოლუმბია;

ბრაზილია - ჩილე;

პერუ - პარაგვაი.

altარგენტინა დამაჯერებლად ლიდერობს, მესი მშვენიერ ფორმაშია [VIDEO]

altბრაზილიამ 2019 წლის შემდეგ პირველად ვერ გაიმარჯვა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 10 /
ერთ თამაში ითამაშა რონალდოს მთელი ევროპისჩემპიონატი. არგენტინის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი, ყველაზე მეტი გოლი, ყველაზე მეტი ასისტი, ყველაზე მეტი საგოლე პასის წინა პასი, ყველაზე მეტი წუთი ნათამაშები, ყველაზე მეტი სახიფათო მომენტი (+სახიფათო პასი) და ამ კაცზე იძახიან ნაკრებში ვერაფერს აკეთებს ხავი და ინიესტა რადგან არ ყავსო.
semi
11:22 29-06-2021
4
გოგა....რონალდომ ხომ დაგლიჯა საჭირო დროს საჭირო მომენტში ბელგიასთან
1985
14:35 29-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული