იტალიური მაფია ცოცხალია - რუსულ-იტალიური სატრანსფერო მაქინაციები

AutoSharing Option
"სპარტაკიდან" "ფიორენტინაში" 30 წლის თავდამსხმელ ალექსანდრ კოკორინის გადასვლამ ფლორენციელი ტიფოზების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან რუსი ფეხბურთელი ელემენტარულად ვერ აკმაყოფილებს სერია A-ს დონეს, 4 მატჩში 2 ტრავმა მიიღო და მედია დასცინის. "სპორტ-ექსპრესი" აღნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, კოკორინისგან არც არაფერს ელოდნენ, მაგრამ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.

გამოცემა ვარაუდობს, რომ კლუბის პრეზიდენტი, კალაბრიული ფესვების მქონე ამერიკელი კომისო სპორტულ დირექტორ დანიელე პრადეს ამ სამარცხვინო ტრანსფერს არ აპატიებს, რომელშიც მონაწილეობა რუსეთში კარგად ნაცნობმა პერსონაჟებმა - ორესტე ჩიკვინიმ და ელიზაბეტ ბარტოშემ მიიღეს.

ამ წყვილის
მეცადინეობით დაინიშნა თავის დროზე რობერტო მანჩინი "ზენიტის" მწვრთნელად. კოკორინს "ფიორეში" გადაბარგებაში მანჩინიც დაეხმარა, მისი შვილიც, აგრეთვე მარჩელო ლიპის შვილი, დავიდე ლიპი და რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომაც შეაწია სიტყვა.

რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა, რომელიც 1997-98 წლებში თავად თამაშობდა ამ გუნდში, განაცხადა, რომ უბრალოდ თაღლითობას ჰქონდა ადგილი.
"კოკორინის "ფიორენტინაში" გადასვლა ელიტარული მაქინაციაა. მისი უფასოდ აყვანა არავის უნდოდა და უცბად იყიდეს. აგენტებმა ტვინი გამოულაყეს იტალიელებს, გაასულელეს. ვუშვებ ამ გარიგებაში კორუფციულ შემადგენელს. როგორც ჩანს, იტალიური მაფია ისევ არსებობს.

ახლა "ფიორენტინას" თავსატკივარი აქვს, უნდა მოიფიქრონ, რა უყონ საშას, მაგრამ შანსი მაინც უნდა მისცენ, თუნდაც შეკრებაზე წაიყვანონ.

გულდასაწყვეტია, რა თქმა უნდა. საშა იმედისმომცემი ფეხბურთელი იყო, თუმცა ცხოვრება ასე მოუბრუნდა. ყველა მისი დაუფიქრებელი მოქმედების მიუხედავად, ბედმა მაინც მისცა შანსი, უნდა ჩასჭიდებოდა.

რუსეთში მას დაბრუნებას არ ვურჩევ, თანაც საეჭვოა, რომ აქ ვინმე ელოდება. შეიძლება მხოლოდ "სოჭი" - იქ ის ნამდვილად დაასრულებს ფეხბურთის თამაშს.

თუ სურს საფეხბურთო კარიერის გახანგრძლივება, იტალიას უნდა ჩაეჭიდოს", - ციტირებს კანჩელსკისს Sport24.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების 21 წლის მცველი იგორ დივეევი "ბოლონიაში" გადავა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ზუსტადაც "ელიტარული მაქინაციაა." ასევე ელიტარული მაქინაციაა ქართველი ტალანტების დატოვება რუსეთში.
Experti.
02 ივლისი 2021 03:30
3
ჩვენები სამაგირეოდ როტორში ითამაშებენ, რუსები სერია ა_ში
გიორგი
02 ივლისი 2021 01:12
3
მენტალიტეტით როგორ შეუთავსდება იტალიელებს ამას ცემენ მემგონი
Lukaku9
02 ივლისი 2021 09:34
7
ფლორენციულ ყვავილებში რუსული ეკალი
ElAristokrati
02 ივლისი 2021 03:17
3
ეკალი რატომ ? უფრო კოკორი )))
korben dallas
02 ივლისი 2021 15:35
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული