ულამაზესი წყვილი - ანდრეი შევჩენკო და კრისტენ პაზიკი [PHOTO]

AutoSharing Option
უკრაინელი ანდრეი შევჩენკო მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდაა, რომელმაც არა მარტო გულშემატკივრების, არამედ ყოფილი ამერიკელი მოდელის, კრისტენ პაზიკის გული მოიგო.

Sportall.Ge

წლების წინ ერთ-ერთ ჟურნალს გენიალური იდეა მოუვიდა, გარეკანის ფოტოზე წყვილის ფოტოები გამოაქვეყნა, რის შემდეგაც უდიდესი რაოდენობის ჟურნალ-გაზეთები გაყიდა.

შევჩენკოს მეუღლე 42 წლის გახლავთ. აწ უკვე დიდი ხნის ცოლ-ქმარი ერთმანეთს 2000-იანი წლების სამოდელო ჩვენებაზე შეხვდა. იქ ანდრეი, როგორც იმ პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, სახელით წარდგა.

Sportall.Ge

შეხვედრიდან 1 წლის შემდეგ წყვილი ამერიკაში დაქორწინდა. ჰყავთ 4 შვილი. მათ შორის ერთ-ერთი, სახელად კრისტენსენი, "ჩელსის" აკადემიაში გამოდის.

Sportall.Ge

თომას ტუხელის დანიშვნამდე "არისტოკრატების" თავკაცის პოზიციაზე შევჩენკოს ვარიანტიც განიხილებოდა, თუმცა უკრაინელ სპეციალისტს გამოცდილი გერმანელი არჩიეს, ამ გადაწყვეტილებით კი ორივე მხარემ იხეირა - ტუხელმა "ჩელსისთან" ერთად ლიგა მოიგო, შევჩენკომ კი ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გაიყვანა.


მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩვეულებრივი ანგლოსაქსონური ცხენქალაა
სტალინი
11:01 10-01-2022
7
უკრაინა თუ შესანიშნავი თამაშით მივიდა მეოთხედფინალამდე და რავიცი რავიცი..)))
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული