"სპარტაკის" თავდამსხმელი ქუთათელაძე რუსეთის მოქალაქე გახდა

AutoSharing Option
"სპარტაკის" თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძე რუსეთის მოქალაქე გახდა, - ამ ინფორმაციას "სპორტ-ექსპრესი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 20 წლის ქუთათელაძემ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი მიიღო.

გასულ სეზონში მან "სპარტაკი 2-"-ის შემადგენლობაში რანგით მეორე დივიზიონში 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია.

რუსეთის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კი მის ანგარიშზე 41 მატჩში 15 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

transfermarkt-ის მიხედვით ქუთათელაძის საბაზრო ღირებულება 175 ათასი ევროა.

ნიკოლოზს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში 3 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მან ვარჯიში პრაღის "სპარტაში"
დაიწყო, შემდეგ რამდენიმე სეზონი "ლილის" აკადემიაში გაატარა, 2016 წლიდან კი პსჟ-ის სისტემაში ვარჯიშობდა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
კიდევ ერთი " სასახელო" ქართველი
Giusha3232
03 ივლისი 2021 18:02
7
"მალადეც" ბიძია, პსჟ-დან, ნეიმართან ვარჯიშიდან და საიმედო ქართველობიდან _ მოსკოვის სპარტაკს და რუსულ პასპორტს მოხერხება უნდა ნამდვილად! ბოღმა მახრჩობს პირდაპირ, მაგრამ თავს ზევით ძალა არაა... როდის ვისწავლით ნეტავ საკუთარ ისტორიას, როდის მივხვდებით რას ნიშნავს სამშობლო და როდის ჩამოვყალიბდებით როგორი ქვეყანა უნდა გვქონდეს?!
ექვთიმე
03 ივლისი 2021 18:49
7
უბრალოD უცხოელად, რომ არ ჩათვალონ რუსეთში იმიტომ მიიღო მოქალაქეობა, თორემ ამას, რომ რამე პერსპექტივა ქონოდა საფრანგეთიდან არავინ გამოუშვებდა.
hhh
03 ივლისი 2021 18:47
1
შეიძლება ფულიანი მამა ყავს , მაგრამ ფულით როგორ უნდა აეთამაშებინა ეს ბიჭი პსჟ აკადემიაში რომ იყო ვერ ვხვდები, ანუ მოისყიდა ის ბავშვები ვინც ამ ქუთათელაძის წინააღმდეგ თამაშობდნენ? მე მაქ ნანახი ამ ბავშვის გოლებიც და თამაშებია კვ ნანახი და ვერ ვიტყოდი რომ უნიჭოა! მაგარმ რა მოხდა? და რატომ შეჩერდა ამ ბავშვის კარიერა მაგდენი აღარ ვიცი! რუსეთის მოქალაქეობა არაფერს ნიშნავს თუ საქართველოს ნაკრებში ექნება შაბსი, ჩემი აზრით საქართველოს აირჩევს დაუფიქრებლად! თან ახალგაზრდულში ნათამაშები აქ! / ვინც არ იცით ზოგმა რეალობა, ხო შეიძლება გაერკვეთ და მერე დაწეროთ თქვენი აზრი?/ რუსეთის მოქალაქე არის მილიონამდე ქართველი რუსეთში და იქიდან აგზავნის ფულს და ინახვს თავის ოჯახს და ახლობლებს , ძმაკაც-დაქალებს და მეზობლებს და რააა მერე? მოღალატეაა??? ეგეთი კანონია მანდ ალაბათ , თუ არალეგალი ხარ ვერ იმუშავებ, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანაში და თუ არ გალეგალდი ან პასპორტი არ აიღე ვერაფერს ვერ მიახწევ და მოკვდები მშიერი! ასე რომ კანონი რუსეთშიც და ყველგან ეგრეა, ჩვენთან არ ვიცი ემიგრაცია რას ითხოვს მუშაობის სანაცვლოდ.
Vasili
03 ივლისი 2021 18:50
27
ის ხალხი რუსეთში თუა სამუშაოდ გაჭირვების გამო, ეგ გაჭირვებაც უდიდეს წილად რუსეთის დამსახურება რომაა ვერ ხვდები? ყურებით რომ ვყავართ დაჭერილი ამდენი წელია და განვითარების საშუალებას არ გვაძლევს ეს საკამათოა შენთვის? ქართველ კაცს რუსეთის ქმედებები თუ არ გაღიზიანებს შენი ქვეყნის წინააღმდეგ, ეგ სულ ცოტა უვიცობის ბრალია უფრო მწვავედ რომ არ ვთქვა რამე. ან ის მაინც არაა ძნელი მისახვედრი, რომ როცა დიდ სპორტში ხარ და შენი ქვეყანა უნდა წარმოადგინო მსოფლიოს წინაშე, შენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება, ვიდრე უბრალოდ სამუშაოდ ან სავაჭროდ წასულ მოქალაქეს.
1921
03 ივლისი 2021 19:32
8
აფერუმ ფრანცუზას ბიჭო!!!
სააკაძე
03 ივლისი 2021 21:53
4
რა სამწუხაროა, პსჟ-დან მახაჩკალაში რო გადავიდა იმ დროიდან იმედიანად ვუყურებდი ამ ბიჭს, მაგრად პროგრესირებდა
Alex
03 ივლისი 2021 21:00
8
რა პროგრესირებაზე ლაპარაკობ, ორი წელია სპარტაკშია და 4 თამაში ითამაშა მეორე გუნდში და გოლი არ გაუტანია?
hhh
04 ივლისი 2021 21:31
1
ჰჰჰ,იუმორთან ნაჩხუბარი ხარ?
სოსო
30 ივლისი 2021 11:15
0
Читайте, завидуйте, я - гражданин России
სანდრო
03 ივლისი 2021 17:52
27
თინა, შენ ხარ?
კანდელაკი
03 ივლისი 2021 18:34
4
მგონი რიტაა :D :D :D
:D :D
03 ივლისი 2021 19:05
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული