არგენტინელებმა ეკვადორს 3:0 სძლიეს, მესიმ კი აქტივში გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
"ბარსელონას" "ათიანმა" საგოლე გადაცემებით პარტნიორები მოამარაგა - ჯერ "უდინეზეს" ნახევარმცველი დე პაული შეამჩნია მშვენივრად, შემდეგ კი ლაუტარო მარტინესსაც გაატანინა. შეხვედრის ბოლოს ლეომ საფირმო საჯარიმო გაიტანა.
მესი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კიდევ ერთხელ გახდა, მშვენიერ ტურნირს ატარებს, 4 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა აქვს და "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა რეიტინგში დასაწინაურებლად საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა.
არგენტინა ნახევარფინალში კოლუმბიას დაუპირისპირდება. მეორე წყვილი ბრაზილია-პერუ იქნება. ასე რომ, კლასიკური და გულშემატკივრებისათვის სასურველი ბრაზილია- არგენტინის ფინალი საკმაოდ ახლოსაა.