ჩერჩესოვი პუტინმა დანიშნა, პუტინი მოხსნის - ის გენერალ-ლეიტენანტის რანგისაა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების წარუმატებლობის გამო მის მწვრთნელს, სტანისლავ ჩერჩესოვს აკრიტიკებენ. რადიოსადგურ "ეხო მოსკვას" მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა კი განაცხადა, რომ ჩერჩესოვის გადაყენების უფლება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აქვს.

"ჩერჩესოვის პრესკონფერენციას ვუყურე, მაგრამ არ მისმენია. გამოხმაურებები წავიკითხე. ჩერჩესოვს სრულად ვეთანხმები იმაში, რომ ეროვნული გუნდის მწვრთნელი - ეს გენერალ-ლეიტენანტის რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკია. პრეზიდენტმა დანიშნა და პრეზიდენტი მოხსნის. აქ არავითარი ტექნიკური კომიტეტის, ფეხბურთის კავშირის ან კიდევ რამის მოგონება არაა საჭირო.

ჩერჩესოვმა იცის, რომ ანგარიში მხოლოდ პუტინთან უნდა წარადგინოს... მე მინდოდა მეთქვა
გულშემატკივრებთან, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ვლადიმირ ვლადიმირის ძე გულშემატკივარია. არ არის გულშემატკივარი? მე გულშემტკივარი არ ვარ და არც ისაა.

ასე რომ, ანგარიშვალდებული იმასთანაა, ვინც დანიშნა. ნორმალურია. ეს რუსეთშია ასე. დიახ, ის A კლასის სახელმწიფო მოხელეა.

გახსოვთ ლუჟკოვის ნათქვამი: "თქვენ არ დამნიშნეთ და თქვენი მოსახსნელი არ ვარ".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაი ჩვენს პატრონს, რომ ჯერ კიდევ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ასეთი სახელმწიფოსკენ მიილტვის. აბა, ევროპას ხომ არ გაარყვნევინებ თავს.
გიორგი
09:50 05-07-2021
2
რა გენერალ-ლეიტენანტი? სულ ტანკი და ზარბაზანი როგორ ელანდებათ ამ არანორმალურებს. ძიუბა პოლკოვნიკი იქნება ამათი ჭკუით...
zaz197
21:30 04-07-2021
4

სიახლეები პოპულარული