ედენ აზარი - ყველაზე ძვირად ღირებული ტრავმირებული ფეხბურთელი

AutoSharing Option
ტრავმებს სეზონის გადაწყვეტა შეუძლია. რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთის განუწყვეტელი ნაწილია, თუმცა ფეხბურთელების დაკარგვა გუნდის სტრუქტურას სრულიად არღვევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარკვეული პერიოდით გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გაკლდება.

თუმცა, როდესაც ფეხბურთელი ლაზარეთში იმაზე დიდხანს რჩება, ვიდრე ეს საჭიროა, კლუბს ანაზღაურების გადახდა იმისთვის უწევს, რომ სპორტსმენი მათ შემადგენლობაში ირიცხება.

ამრიგად, Betiton Sports-მა კვლევა ჩაატარა, რის მიხედვითაც გამოჩნდა, რომ ტრავმის მიღების დროს ყველაზე დიდ თანხას ტოპ 5 ლიგის ვარსკვლავები იღებენ.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით, ლაზარეთში მყოფი ფეხბურთელებით
ყველაზე მეტად მადრიდის "რეალი" დაზარალდა, "ბლანკოსის" ხელმძღვანელობამ 45 მილიონი ევრო გადაიხადა. ალბათ, არავის გაუკვირდება ის ფაქტი, რომ ჩამონათვალის სათავეში "სამეფო კლუბისა" და ბელგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ედენ აზარი იმყოფება.

ედენმა გასულ სეზონში ტრავმის გამო 252 დღე გამოტოვა, ანაზღაურების სახით კი კვირის განმავლობაში 475 000 ევრო მიიღო. მაშასადამე, მისმა კლუბმა ტრავმირებული ფეხბურთელის გამო 17 მილიონი ევრო დახარჯა.

ჩამონათვალში მეორე ადგილს ფილიპე კოუტინიო იკავებს. ბრაზილიელმა შემტევმა ტრავმის გამო 233 დღე გამოტოვა, "ბარსელონას" კი მისი "შენახვა" 16 მილიონი ევრო დაუჯდა.

მესამე-მეოთხე ადგილებს ნეიმარი და პოლ პოგბა იკავებენ. "სელესაოს" ლიდერმა ლაზარეთში 95 დღე გაატარა, ფრანგმა ფეხბურთელმა კი - 230.

გუნდების მიხედვით ხუთეული ასეთია:

პირველ ადგილზე მადრიდის "რეალი" იმყოფება - 38 მილიონი ევრო საშუალოდ

მეორე ადგილი - პსჟ - 35 მილიონი ევრო

მესამე ადგილი - "ბარსელონა" - 34.8 მილიონი ევრო

მეოთხე ადგილი - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 28.8 მილიონი ევრო

მეხუთე ადგილი - "ლივერპული" - 27 მილიონი ევრო

მომზადებულია marca-ს მიხედვით


ასევე დაგაინტერესებთ