"ჯოჯოხეთამდე გზა გქონიათ..." - ნეიმარი ბრაზილიელებს დაუპირისპირდა

AutoSharing Option
ნეიმარმა იმ ბრაზილიელებს მიმართა, რომლებიც კოპა ამერიკის ფინალში არგენტინას უგულშემატკივრებენ.

მოგეხსენებათ ეს ტურნირი ბრაზილიაში იმართება, მცირე ოდენობით ადგილობრივს კი სურს, რომ ლიონელ მესიმ სანაკრებო ტიტული მოიგოს, მიუხედავად იმისა, რომ ის მათი ქვეყნის მოწინააღმდეგე იქნება, ამ ყველაფერმა კი ნეიმარი განარისხა.

"მე მთელი სიყვარულითა და სიამაყით ბრაზილიელი ვარ" - წერს ნეიმარი საკუთარ ინსტაგრამის სთორიში.

"ჩემი ოცნება ყოველთვის ბრაზილიის ნაკრებში თამაში და სტადიონზე მომღერალი გულშემატკივრების მოსმენა გახლდათ. თუ საქმე შეჯიბრს ეხება არასდროს შემიტევია და არც მათ წინააღმდეგ წავალ, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს სპორტი,
სამოდელო კონკურსი თუ ოსკარი. თუ იქ ბრაზილია მონაწილეობს, მე აუცილებლად ჩემი თანამემამულისკენ ვარ. მე მათ პატივს ვცემ, მაგრამ მათ, ვინც ჩვენს წინააღმდეგ არიან, ჯოჯოხეთამდე გზა გქონიათ" - განაცხადა განრისხებულმა ნეიმარმა.

დრო გვაჩვენებს თუ რა მოხდება კოპას ფინალში, შეძლებს ნეიმარი "სელესაოსთვის" ტიტულის მოპოვებას, თუ ლეო ბოლოს და ბოლოს შესძენს საკუთარ ქვეყანას ოქროს მედალს?

ფინალური დაპირისპირება ხვალ, 11 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
Neimari magari pexburtelia udavod.tumca minda rom kopa mesim moigos..vpiqrob argentina moigebs..hemsrublebit sjobs brazilias..tito gols mesi da martinesi aucileblad gaitans
Labirinti..
01:26 11-07-2021
0
მე მგონია რომ ბრაზილია მოიგებს და 2 ბურთით მაინც.
ირაკლი
23:01 10-07-2021
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული