მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად პირველი ტიტული მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კოპა ამერიკის ფინალში არგენტინამ ბრაზილიას 1:0 სძლია და 1993 წლის შემდეგ პირველად გახდა ტურნირის გამარჯვებული.

არგენტინას აქამდე ბოლო 6 ფინალი წაგებული ჰქონდა:

კოპა ამერიკა 2004
კონფედერაციათა თასი 2005
კოპა ამერიკა 2007
მსოფლიოს ჩემპიონატი 2014
კოპა ამერიკა 2015
კოპა ამერიკა 2016

"ოქროს ბურთის" ექვსგზის მფლობელ და „ბარსელონაში“ 35 ტროფეის მომპოვებელ ლეო მესის ეროვნულ გუნდში არაფერი ჰქონდა მოგებული. ის სამჯერ გავიდა კოპა ამერიკის ფინალში, ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში და ყოველთვის მარცხდებოდა.

და აი, კიდევ ერთი შანსი „ალბისელესტესა“ და მესისთვის, რომელიც წარმატებული გამოდგა.

ანგარიში 22-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა დი მარიამ გახსნა, რის შემდეგაც მასპინძლები ინიციატივის ხელში ჩაგდებას შეეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მეორე ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა ანგარიში არ შეიცვალა და არგენტინამ გაიმარჯვა.

რიო-დე-ჟანეირო. „მარაკანა“
ბრაზილია - არგენტინა 0:1
გოლი: დი მარია (22)

არგენტინამ მეთხუთმეტედ მოიგო კოპა ამერიკა და ურუგვაის გაუთანაბრდა. ბრაზილიას 9-ჯერ აქვს მოგებული.


მკითხველის კომენტარები / 6 /
რაც ნეიმარმა თქვა იმაზე მეტი რა უნდა დავწეროთ. მართლა პროფესიონალები და მართლა ძმაკაცები არიან ესენი. ღირსეული იციან მოგებაც და წაგებაც.
ქართველი
15:22 12-07-2021
0
არ ვარ არგენტინის და მესის გულშემატკივარი, მაგრამ მართლა გულით გამიხარდა იმსახურებდა ეს კაცი ტიტულს ყველაზე უფრო მეტად
შაკო
11:04 12-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული