"მესი მასზე დიდი ვერ იქნება, მიუხედავად იმისა..." - კემპესმა ლეგენდები ერთმანეთს შეადარა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ მესიმ "ალბისელესტეს" ნაკრებთან ერთად 2021 წლის კოპა ამერიკის გათამაშება მოიგო, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, არგენტინელი მარიო კემპესი აცხადებს, რომ 34 წლის შემტევის დიეგო მარადონასთან შედარება არ შეიძლება.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახშირდა საუბრები იმ თემაზე, რეალურად სჯობდა თუ არა ლიონელ მესი ლეგენდარულ დიეგო მარადონას.

"ჩემთვის, მესისთვის უბედურება გახლდათ ის, რომ მას დიეგო მარადონას ჩანაცვლება მოუწია" - წერს კემპესის სიტყვებს ESPN Mexico.

"ძალიან ძნელია დიეგო დაჩრდილო, მით უმეტეს, ის ხომ გაკერპებული იყო და აურაცხადი ოდენობის თაყვანისცემელი ჰყავდა. მესი
მასზე დიდი ვერ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ შეძლოს და კიდევ 4 მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს (რაც გამორიცხულია).

მას მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ მოუგია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ტიტული მოიგო, მისი დიეგოსთან შედარება არ შეიძლება".

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
მესი,რომ ლეგენდაა უკვე კი ბატონო,მაგრამ მარადონა მსოფლიოს ყველა დროის საუკეᲗესო ფეხბურᲗელია Ჩემი აზრიᲗ რა Თქმა უნდა,ისე ზოგს ვურᲩევ კემპესის ᲗამაᲨებიც ნახოს 78 წლის არგენტინის მსოფლიო Ჩემპიონატიდან უმაᲦლესი კლასი გასაოცარი ფეხბურᲗელი მარიო კემპესი.
გოჩა
15 ივლისი 2021 15:19
3
ეს თემა, ისევ გაბოროტებულმა კემპესმა შემოაგდო.კაცო არავინ გედავებათ, რომ მარადონა იყო ლეგენდა, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს, მეორე ლეგენდის თანამედროვეობის უდიდეს ფეხბურთელის ლეო მესის, დაკნინების ხარჯზზე. ეტყობა ამ კემპესს ძალიან ეწყინა, არგენტინის ნაკრების გამარჯვება, ლეო მესის გამო და ლეო, რომ არ ყოფილიყო, მაშინ გაგიხარია, რას გაიხარებდა? აი ეს არის თავიდა თავი მისი გაღიზიანების და ისიც, რომ დაინახა მთელ მსოფლიოში, თუ როგორ უყვართ მესი! ასე როგორ უნდა დაიგრუზო, რომ გამარჯვების მერე გამოაქვეყნო ასეთი ღვარძლიანი კომენტარი, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, თუ როგორი "პიროვნებაა" მარიო კემპესი.
გოჩას
15 ივლისი 2021 18:03
4
თქვენ ეტყობა მარადინას თამაში არ გინახავთ. ნახეთ მარტომ როგორ მოუგო ინგლისის ნაკრებს
გრიგოლი1408
14 ივლისი 2021 23:40
3
კაცო რა მიკვირს იცით? არასოდეს მესის არ უთქვია, რომ მე ვინმეზე პირველი ვარ, რომ არც სთქვას ყველამ ვიცით რა დონის ბრწყინვალე ფეხბურთელია ლეო, ამაზე არც უნდა ვიდავოთ. ამ კემპეს იმის მაგივრად გახარებოდა ეროვნული ნაკრების წარმატება, მიადგა მესის. რა იყო შე კაცო, ასე როგორ უნდა გაბოროტდდე და დაბრმავდე, რომ ასეთი რამე სთქვა, იმ დროს როცა უნდა გიხაროდეს და ზეიმობდე, შენი ნაკრების წარმატების გამო. კარგით რა, მართლა და მართლა, უკვე ამოვიდა ყელში ეს უმსგავსობა.
გრიგოლის 1408-ას
15 ივლისი 2021 10:41
0
ოოოო, ბოღმა რას უშვება ადამიანს? კემპეს, იმას მაინც თუ შეხედე რა ხდებოდა მსოფლიოს ქუჩებში, როცა არგენტინამ მოიგო და ხალხი ქუჩებში სიხარულით მესი, მესის ყვიროდა? ეს ტყუილად ხდებოდა? მსოფლიოს ნებისმირ კუთხეში, ლეოს ყავს უამრავი გულშემატკივარი და ეს ასე თავისთავად არ ხდება. დაიმსახურა მესიმ ხალხის სიყვარული თავისი უზადო თამაშით და პიროვნული თვისებებითაც. აი შენ კი ბოღმა, დარწმუნებული ვართ, არც გაგიხარდებოდა, არგენტინის ნაკრების გამარჯვება ლეო მესის გამო. ვაი შენს პატრონს, რა გეშველებათ ამ ბოღმისტებს? ისე ჩვენში დარჩეს და მესის სულ არ ჭირდება მარადონასთან შედარება (ან რაში სჭირდება?) იმიტომ, რო მესი მესია და ესეთი ათასში ერთი დაიბადება! ან დაიბადება კი? აი საკითხავი ეს არის.
გია
14 ივლისი 2021 14:20
29
მარტალი ხარ ბოღმით არგენტინელები ქართველებს არ ჩამოგვრჩებიან :)))
L.J.
14 ივლისი 2021 15:30
2
ეს კემპესიც მაგარი იყო მოიგო მსოპლიო მაგრამ ამ მესის რას გადაეკიდნენ ვერ ვხვდები ბრილიანტი გყავთ ისიამოვნეთ სანამ თამაშობს...
L.J.
14 ივლისი 2021 13:23
8
არც იმ ჩემპიონატამდე, არც იმ ჩემპიონატის მერე კემპესს არაფერი ფეხბურთი არ უჩვენებია. ჩემპიონატამდე უკვირდათ, მენოტის ეგ ტიპი საერთოდ რატომ მიყავსო, ჩემპიონატის მერე ევროპასი წავიდა, იქ ვერ ითამაშა და დაიკარგა. ჩემპიონატზე კი იცოცხლე, შვიდი თამაში მაგარი გამოუვიდა მიყოლებით. გაუვარდა რა.. ნუ აი სკილაჩივით დაახლოებით.
არტ
14 ივლისი 2021 15:24
1
ამდენი, რომ იცოდეს ამას იბჟუტურებდა, ეს აყლაყუდა?
გოჩა
14 ივლისი 2021 14:29
9
ეს რომ აქ ეთქვათ კიდევ ჰო, მაგრამ არგენტინელი ამბობს და ...
საბა
14 ივლისი 2021 12:51
4
საბა, არგენტინაშიც ბოღმებს რა გამოლევს?
საბას
14 ივლისი 2021 15:01
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული