"მესი მასზე დიდი ვერ იქნება, მიუხედავად იმისა..." - კემპესმა ლეგენდები ერთმანეთს შეადარა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ მესიმ "ალბისელესტეს" ნაკრებთან ერთად 2021 წლის კოპა ამერიკის გათამაშება მოიგო, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, არგენტინელი მარიო კემპესი აცხადებს, რომ 34 წლის შემტევის დიეგო მარადონასთან შედარება არ შეიძლება.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახშირდა საუბრები იმ თემაზე, რეალურად სჯობდა თუ არა ლიონელ მესი ლეგენდარულ დიეგო მარადონას.

"ჩემთვის, მესისთვის უბედურება გახლდათ ის, რომ მას დიეგო მარადონას ჩანაცვლება მოუწია" - წერს კემპესის სიტყვებს ESPN Mexico.

"ძალიან ძნელია დიეგო დაჩრდილო, მით უმეტეს, ის ხომ გაკერპებული იყო და აურაცხადი ოდენობის თაყვანისცემელი ჰყავდა. მესი
მასზე დიდი ვერ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ შეძლოს და კიდევ 4 მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს (რაც გამორიცხულია).

მას მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ მოუგია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ტიტული მოიგო, მისი დიეგოსთან შედარება არ შეიძლება".

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს კემპესიც მაგარი იყო მოიგო მსოპლიო მაგრამ ამ მესის რას გადაეკიდნენ ვერ ვხვდები ბრილიანტი გყავთ ისიამოვნეთ სანამ თამაშობს...
L.J.
13:23 14-07-2021
8
ოოოო, ბოღმა რას უშვება ადამიანს? კემპეს, იმას მაინც თუ შეხედე რა ხდებოდა მსოფლიოს ქუჩებში, როცა არგენტინამ მოიგო და ხალხი ქუჩებში სიხარულით მესი, მესის ყვიროდა? ეს ტყუილად ხდებოდა? მსოფლიოს ნებისმირ კუთხეში, ლეოს ყავს უამრავი გულშემატკივარი და ეს ასე თავისთავად არ ხდება. დაიმსახურა მესიმ ხალხის სიყვარული თავისი უზადო თამაშით და პიროვნული თვისებებითაც. აი შენ კი ბოღმა, დარწმუნებული ვართ, არც გაგიხარდებოდა, არგენტინის ნაკრების გამარჯვება ლეო მესის გამო. ვაი შენს პატრონს, რა გეშველებათ ამ ბოღმისტებს? ისე ჩვენში დარჩეს და მესის სულ არ ჭირდება მარადონასთან შედარება (ან რაში სჭირდება?) იმიტომ, რო მესი მესია და ესეთი ათასში ერთი დაიბადება! ან დაიბადება კი? აი საკითხავი ეს არის.
გია
14:20 14-07-2021
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული