ჟორჟინიო "ოქროს ბურთის" ფავორიტობაზე: ჩემზე მეტი თასი ამ სეზონში არც ერთ ფეხბურთელს არ მოუგია

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" გამარჯვებულის ნომინანტებს შორის ჟორჟინიოს სახელს შეხვდებით. ერთი მხრივ, ეს ნაკლებად სახაობრივი ფეხბურთელი შესაძლოა კიდევ ერთი იტალიელი გახდეს, რომელიც ამ სანატრელ ჯილდოს დაეუფლება.

გულშემატკივრები ფავორიტად არგენტინელ ვარსკვლავს, ლიონელ მესის ასახელებენ, თუმცა ჩემპიონთა ლიგისა და ევრო 2020-ის მოგების შემდეგ ჟორჟინიოს სახელიც წამოიჭრა, რაზედაც კომენტარი თვითონ ფეხბურთელმაც გააკეთა.

"ჩვენ ყველას გვაქვს ოცნება" - განაცხადა ჟორჟინიომ.

"მოდი, ობიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ კრიტერიუმზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ ტალანტზე ვსაუბრობთ, კარგად ვიცი, რომ მე მაგ ასპექტში საუკეთესო არ ვარ, თუმცა, თუ
ჩვენ მოგებულ ტიტულზე გადავერთვებით, მაშინ გეტყვით, რომ ჩემზე მეტი თასი ამ სეზონში არც ერთ ფეხბურთელს არ მოუგია.

როგორ შეიძლება შევადარო ჩემი თავი მესის, რონალდოს ან ნეიმარს? ისინი ჩემგან ბევრად განსხვავდებიან. ვიმეორებ, ეს კრიტერიუმზე იქნება დამოკიდებული".

ჟორჟინიო ბრაზილიაში დაიბადა, 2017 წელს კი ორ ქვეყანას შორის გადაწყვეტილების მიღება მოუწია (ბრაზილია - იტალია), თუმცა, როგორც ფეხბურთელმა განაცხადა, ეს მისთვის მარტივი გადაწყვეტილება გახლდათ.

"მე დიდხანს არ მიფიქრია" - ამბობს ჟორჟინიო.

"21-წლამდელთა ნაკრებში იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ვითამაშე, 2017 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის ერთ-ერთ შეხვედრაში, კერძოდ, შვედეთის წინააღმდეგ გამომიძახეს. შემდეგ ბრაზილიასაც მოუნდა ჩემი გადაბირება. მე ბავშვობიდან "სელესაოს" რიგებში თავის გამოჩენაზე ვოცნებობდი, თუმცა შევატყვე, რომ იტალიას ჩემი დახმარება სჭირდებოდა და მე "აძურისკენ" გავემართე. მაშინ გულმა მითხრა - იტალიას შენ სჭირდები და მეც ისინი ავირჩიე, რითაც ახლა ბედნიერი ვარ".

მომზადებულია marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
უი გენაცვალე! თურმე შენ, რომ იტყვი არა? სულ ეხლა ინიესტას დარდი გაწუხებს არა? ხი ხი ხი, რამდენი ვიცინეთ? გენაცვალე შეეგუეთ, მესის 7-ე ოქროს ბურთსაც! აბა? ასე ვიცით ჩვენ.
გენაცვალე, უი ცავატანეს.
19:05 15-07-2021
0
მესის ისედაც ბევრი დაუმსახურებელი ოქროს ბურთი აქვს,ერთ ერთია ინიესტასი :) ასე რომ ჟორჟინიოს არავინ არაფერს მისცევს :)
უი გენაცვალე
13:31 15-07-2021
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული