ყველაზე რასისტულმა ებრაულმა "ბეითარმა" "ბარსასთან" მატჩი გააუქმა - "ამაყი იერუსალიმელი ვარ!"

AutoSharing Option
ყველაზე რასისტულმა კლუბმა ისრაელში (და შესაძლოა, მსოფლიოშიც) "ბეითარ იერუსალიმმა" "ბარსელონასთან" ამხანაგური მატჩი გააუქმა.

შეხვედრა 4 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა აღარ ჩატარდება, რისი მიზეზიც კატალონიელების სურვილი იყო, თამაში იერუსალიმში არ ჩატარებულიყო.

"სამწუხაროდ, "ბარსელონასთან" ამხანაგურ შეხვედრას ვაუქმებთ. კონტრაქტი გამოგვიგზავნეს, რომელშიც ორაზროვანი მოთხოვნა იყო მატჩის იერუსალიმში არჩატარებაზე. კიდევ ჰქონდათ რაღაც მოთხოვნები, რაც არ მომეწონა.

ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, პირველ რიგში, ამაყი ებრალი და იერუსალიმელი ვარ. "ბეითარის" თამაში იერუსალიმში უნდა ჩატარდეს. "ბარსაზე" არ ვბრაზდები: ისინი პოლიტიკისაგან შორს არიან და ჩვენს კონფლიქტში ჩარევის სურვილი არ
აქვთ. მათთან კარგ ურთიერთობას შევინარჩუნებთ", - დაწერა კლუბის პრეზიდენტმა მოშე ხოლეგმა "ფეისბუქზე".

ივლისის დასაწყისში ისრაელელი პოლიტიკოსი სამი აბუ შეხადეხი მატჩის გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობდა, რადგან პალესტინელები მხარს "ბარსელონას" უჭერენ.

ხოლო რაც შეეხება "ბეითარს", ეს გუნდი წლების წინ საჩხერის "ჩიხურამ" იერუსალიმშივე დაამარცხა. მათი რასისტული პოზიციები უცხო არაა, გუნდის საშინაო მატჩები იწყება სიმღერით, რომლის ერთ-ერთი ფრაზაც ასეთია: "ჩვენ ისრაელში ყველაზე რასისტული კლუბი ვართ!"

მომზადებულია The Times of Israel-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქვეყანა. რომელმაც იცის როგორ იცხოვროს!!!
ლუი საზანგეთიდან
16 ივლისი 2021 22:00
10
ჩვენს გარდა თითქმის ყველამ იცის
მწარე
17 ივლისი 2021 17:49
0
კი იცის, მსოფლი საბაბნკო-საფინანსო კაპიტალის დაფინანსებით როგორ იცხოვროს.
ირაკლი
17 ივლისი 2021 01:01
0
რასისტულია თუ არა არ ვიცი, თუმცა ამ კონკრეტულ სიტუაციაში რასიზმი სად დაინახეთ? მგონი ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცით თქვენ...
ზურა
16 ივლისი 2021 20:11
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული