34 წლის ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუისმა "არსენალი" დატოვა და კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს, - იტყობინება "ფანატიკი".
დავიდ ლუისმა სუპერლიგაში დაბრუნებულ "ადანა დემირსპორთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მან გასულ სეზონში პრემიერლიგის 20 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
"ადანა დემირსპორში" რამდენიმე დღის წინ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი გადავიდა.
"ადანა დემირსპორში" რამდენიმე დღის წინ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი გადავიდა.