"აიაქსი" "ფეიენოორდის" კაპიტანს ყიდულობს

AutoSharing Option
"აიაქსი" "ფეიენოორდის" კაპიტანს, 29 წლის სტევენ ბერგეისს 5.5 მილიონ ევროდ ყიდულობს, - იტყობინება ამსტერდამული კლუბის საიტი.

კლუბები ტრანსფერზე შეთანხმდნნენ და მედშემოწმების შემდეგ ბერგეისი "აიაქსთან" 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს.

მან გასულ სეზონში როტერდამულ გუნდში ყველა ტურნირზე 41 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა, ევროპის ჩემპიონატზე კი ნიდერლანდების ნაკრებში 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული