ფიფა ფეხბურთის ახალი წესების ტესტირებას ახდენს, - იტყობინება fifa.com-ი.
ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანოს აზრით, წესების ცვლილებებმა თამაში უფრო სანახაობრივი და საინტერესო უნდა გახადოს. ახალი წესების ტესტირება Future of Football Cup-ის მიმდინარე 19-წლამდელთა ტურნირზე ხდება, რომელზეც მონაწილეობას პსვ, "ალკმაარი", "ლაიფციგი" და "ბრიუგე" იღებენ.
- მატჩი ორ, 30-წუთიან ტაიმად იყოფა, "დრო სუფთაა" და ისევე როგორც კალათბურთსა და ფუტზალში, პაუზისას ჩერდება.
- შეცვლების რაოდენობა განუსაზღვრელია.
- იმისათვის, რათა უფრო მეტი სახიფათო მომენტი შეიქმნას, აუტიდან ბურთის შეტანა ფეხით ხდება.
- ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ
ფეხბურთელს 5 წუთით აძევებენ.
დაკვირვებისა და ღრმა ანალიზის შემდეგ ფიფა გადაწყვეტს რამდენად გაამართლა მათმა სიახლემ და გაუგზავნონ თუ არა დასამტკიცებლად საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო საბჭოს, რომლის პრეროგატივა თამაშის წესებში ცვლილებების შეტანაა.