მესიმ იერი მინას დასცინა, კოლუმბიელმა ღირსეულად უპასუხა

AutoSharing Option
კოპა ამერიკის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, სადაც ერთმანეთს არგენტინა და კოლუმბია ეთამაშებოდნენ, იერი მინა და ლიონელ მესი დაუპირისპირდნენ.

საქმეში იმაში გახლდათ, რომ მესიმ მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა თერთმეტმეტრიანი ააცილა, სიცილი დაიწყო და უყვიროდა:

"ახლა რატომ აღარ ცეკვავ?"

რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელში ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გამწვავდა, თუმცა იერიმ ლეოს ეს საქციელი გულში არ ჩაიდო და პირიქით, გულთბილად ისაუბრა.

"ის ინციდენტი, რაც მესისთან მოხდა, შესაძლოა ნებისმიერს დაემართოს, ეს ხომ ფეხბურთია" - თქვა მინამ გუაჩენაში მისი საქველმოქმედო ორგანიზაციისას სიტყვით გამოსვლისას.

"ცხოვრება ყოველთვის წრეზე ტრიალებს, ის პასუხის გაცემის შანსს გაძლევს, თუმცა მე მშვიდად ვარ, ვიცი, რომ ლეო დიდებული პიროვნებაა. მე მას "ბარსელონაში" შევხვდი და დიდი მადლობელიც ვარ იმ გვერდში დგომისთვის, როგორც მე დამიდგა. მე მას მთელი ცხოვრება პატივს ვცემ. მინდა დავამატო, რომ მე ლეოს საქციელით აღფრთოვანებული ვარ, ჩვენ ხომ ჩვენს საკუთარ ნაკრებებს ვიცავთ. მე მთელ ჩემს ცხოვრებას ნაკრებს მივცემ. რაც შეეხება ინციდენტს, რაც მოედანზე მოხდა, იქვე დარჩა" - თქვა მინამ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altჯოჯოხეთიდან სამოთხეში - გზა სილით სავსე ტრაილერებიდან ევროპის ტოპ-კლუბებამდე


მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთმანეთს დაუპირისპირდნენო, ავტორი წერს. არადა ერთმანეთს მოეფერნენ, სტატიიდან ასე ჩანს.
gela
09:41 21-07-2021
0

სიახლეები პოპულარული