მართლაც მშვენიერი ზაფხული გამოუვიდა პსჟ-ის 28 წლის ნახევარმცველ მარკო ვერატის - ჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა, ახლა კი ფრანგ ტოპ-მოდელ ჯესიკა აიდიზე დაქორწინდა კიდეც.
მან ჯვარი პარიზის მახლობლად, ნეიი-სიუ-სენის რატუშაში დაიწერა, ქორწილი კი სასტუმრო "კრიიონში" გადაიხადა.
ახლად დაქორწინებულებს საფრანგეთის ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მესამე მეუღლემ, კარლა ბრუნიმ უმღერა, გარეთ კი ყველაფერი იწვოდა - ტემპერატურა +42 გრადუსი იყო.
აიდი ძალიან პოპულარული მოდელია, "ინსტაგრამზე" 430 ათასი ხელისმომწერი ჰყავს, თანამეცხედრეზე ერთი წლით უფროსი და გაცილებით მაღალია. მას Dolce & Gabbana-ს უძვირფასესი თეთრი კაბა ეცვა.
ვერატი
2019 წელს დასცილდა პირველ მეუღლეს, ლაურა ზაზარას, რომლისგანაც ორი ვაჟიშვილი ჰყავს და მას შემდეგ აიდისთან ცხოვრობს.