პელემ ისტორიაში 12 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
ფეხბურთის ღმერთად წოდებულმა პელემ 12 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. სანამ ჩამოთვლას დავიწყებთ, გავიხსენოთ ლეგენდის კარიერული მონაგარი:

"სელესაოს" ლიდერმა თითქმის მთელი კარიერა "სანტოსის" შემადგენლობაში ჩაატარა, მოიგო 25 ტიტული, მათ შორის, 6 ბრაზილიის სერია A.

პელეს საკლუბო კარიერაში 775 გოლი აქვს გატანილი, სანაკრებოში კი - 77, აღსანიშნავია მისი რეკორდი, რომლის მომხსნელიც ჯერ კიდევ არ გამოჩენილა, "ფეხბურთის" ღმერთმა შეძლო და "სელესაოს" ნაკრების მაისურით 3 მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

ალბათ, ეჭვგარეშეა, რომ პელე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა საინტერესოა, რომელი ფეხბურთელები შედიან საუკეთესოთა ათეულში.

ბრაზილიელს madridistareal-მა
გასულ წელს ისტორიაში 10 საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვა:

"დიეგო მარადონა, ალფრედო დი სტეფანო, ჯოვანი ტრაპატონი, გარინჩა, იოჰან კრუიფი, ფრანს ბეკენბაუერი, კარლოს ალბერტო, ზინედინ ზიდანი, რონალდო (ნაზარიო) ანდრეს ინიესტა..."

თუმცა თვითონ ბრაზილიელმა დაამატა ორი ფეხბურთელი: კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა განმარტა:

"ჩვენ იღბლიანები ვართ, კრიშტიანო დიდებული ფეხბურთელია, მესი კი - წარმოუდგენელი. მომავალი კი მპაბეს სახით საიმედო ხელშია" - ციტირებს პელეს სიტყვებს madridistareal-ი.

აღსანიშნავია, რომ პელემ საკუთარი თავი ათეულში არ შეიყვანა, რაზედაც ჟურნალისტმა ლოგიკური შეკითხვა დაუსვა, თვლის თუ არა ბრაზილიელი თავს საუკეთესოდ:

"რთული შეკითხვაა, ჩემი მიღწევები და განვლილი კარიერა თვითონვე გიპასუხებთ. რთულია, ერთი კონკრეტული ერის ფეხბურთელი მეორისას შეადარო. ჩამონათვალში უამრავ დიდებულ ფეხბურთელს შეხვდებით, მათ ამ სიაში ყოფნა დაიმსახურეს".

აღსანიშნავია, რომ ათეულში ვერ მოხვდნენ ლეგენდები, როგორებიც არიან ეუსებიო, პაოლო მალდინი, ჯორჯ ბესტი, ლოთარ მათეუსი და გერდ მიულერი.

მომზადებულია givemesport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
პელე თავის რეპერტუარშია
ზაზა ბენიძე
14:30 18-09-2021
0
რონალდინიო გამორჩა ალბათ.
ელგუჯა
14:26 18-09-2021
0

სიახლეები პოპულარული