"ლვოველი ვარ და რუსულ გუნდში ვერ გადავიდოდი" - ამბობს უკრაინელი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"შახტარის" ყოფილმა მცველმა რომან იაკუბამ განმარტა, თუ რატომ არ გადავიდა "სოჭში".

"ვიდრე ლატვიის "ვალმიერა" დამიკავშირდებოდა, ჩემით "რაკუვი" და "სოჭი" დაინტერესდნენ. პოლონელებთან დიდი კომპენსაციის გამო არ მოხეხრხდა შეთანხმება. შეშინდნენ, რომ თანხა მათთვის ძალიან დიდი იქნებოდა.

რუსეთში "სოჭისთან" იყო ვარიანტი, ჩემთან კონტრაქტის გაფორმება ჯერ კიდევ ზამთარში უნდოდათ, ტრანსფერის თანხაზე "შახტარს" შეუთანხმდნენ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ლვოველი ვარ, ამიტომ გადავწყვიტე უარი მეთქვა.

ორიოდ კვირის მერე "ვალმიერა" შემეხმიანა და ჩემს მომავალ კლუბთან დაკავშირებით საკითხი დაიხურა", - ციტირებს იაკუბას "ფოოტბომი".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ისა, სპორტს და პოლიტიკას ნუ აურევთო, შენგელიამ შემოგითვალა
გიორგი
16:06 24-07-2021
1
წასულიყო სოჭში ნორმალური ხელფასი ექნებოდა, თან რუსეთის პრემიერლიგაც ერთერთი საუკეთესოა ევროპაში. რა ხალხია ეს უკრაინელები, რუსეთს შენ მოუგებ ომს რომ უწყებ?! აი, ჩვენ ბოლო ათი წელია, რაც დავათბეთ ურთიერთობები, მშვიდად და სტაბილურად ვცხოვრობთ, არც ომი გვაქვს და არც არაფერი. ახლა ის აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ წაგვართვეს, ეგეც ჩვენი ბრალია, ჩვენ ავტეხეთ ეს რუსები და დავუწყეთ ომი, თან ჩვენმა პრეზიდენტებმაც გაყიდეს, ამერიკელებმაც უთხრეს ეგრე ქენითო... _ არიან ასე მოფიქრალი ქართველებიც. ცუდია, რომ ასე ფიქრობენ, მაგრამ არიან... და გაუგებარია მათთვის ამ ბიჭის საქციელი, გაუგებარია რატომ არ უნდა მიდიოდნენ ქართველები რუსეთში, გაუგერია, რომ თითო ასეთი წასვლა, თითო გასტროლი და თითო კონცერტი, თითო ნაბიჯია გადადგმული საკუთარი ქვეყნის მიმართ რუსეთის უკანონო და უსამართლო ქმედებების შეგუებისკენ და დაკანონებისკენ.
პეტრე
15:17 24-07-2021
4

სიახლეები პოპულარული