დანი ალვეში ბრაზილიელი გულშემატკივრების არაპატრიოტობის გამო გულდაწყვეტილია

AutoSharing Option
დანი ალვეში, ფეხბურთის წარმატებით თამაშის გარდა, იმითაც გამოირჩეოდა, რომ ენას კბილს არასდროს აჭერდა და ყველაფერზე ღიად საუბრობდა. 38 წლის მარჯვენა მცველმა საკუთარი ქვეყნის "პატრიოტი" გულშემატკივრები გააკრიტიკა.

მას შემდეგ, რაც ალვეშმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი შეხვედრა გამართა, საკუთარ ქვეყანაში პატრიოტიზმის ნაკლებობაზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პატრიოტი ადამიანების ნაკლებობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთვის მისაბაძი, ჩვენთვის დიდებული ისტორიის მქონე ფეხბურთელები დაფასებულნი იქნებოდნენ" - განაცხადა დანიმ.

"როგორც ჩანს, მსოფლიოში ბრაზილია ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ჩვენი ისტორია არ აინტერესებთ. ჩემი სამშობლოს საზღვრებს გარეთ ხალხი დიდ პატივს გვცემს
და ღიად აცხადებენ, რომ "სელესაომ" მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში დაუვიწყარი გვერდი დაწერა. ამას ისინიც ამბობენ, ვინც ნაკრებში თამაშობდა. სწორედ მათ იციან, რომ ჩვენს ნაკრებში ყოველთვის გასაოცარი ფეხბურთელები თამაშობდნენ".

აღსანიშნავია, რომ "სელესაოს" ფეხბურთელებიდან ამ საქციელით მხოლოდ დანი ალვეში არ გამოირჩა, 2021 წლის კოპა ამერიკის ფინალის წინ ნეიმარი ლიონელ მესის გულშემატკივარ ბრაზილიელებს ღიად დაუპირისპირდა. იმავეს აღნიშნავენ დაცვის ცენტრის ლიდერები - ტიაგო სილვა და მარკინიოსიც.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული