ბრაზილიელებმა პარედესს დამცინავ კითხვაზე პასუხი არ დაუგვიანეს

AutoSharing Option
არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა, რამაც ბრაზილიელი ნახევარმცველი დუგლას ლუიზი ძალიან გაახარა. "ასტონ ვილას" ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც "ალბისელესტეს" წარმომადგენლებს დასცინა.

არგენტინის ნაკრები C ჯგუფში გამოდიოდა, სადაც 4 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და ჯგუფში ჩარჩა. 1-ელ და მეორე ადგილზე ესპანეთისა და ეგვიპტის გუნდები გავიდნენ. თავის მხრივ, ბრაზილიამ D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

"ნახვამდის, ჩემო პატარა ძმებო" - წერს დუგლასი საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე. ფოტოში ასევე მატეუს კუნას, რანიერ ჟესუსსა და რიჩარლისონს შეხვდებით, რომლებიც ხელს
იქნევენ, თითქოსდა ემშვიდობებიან.

ამ ყველაფრის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ოლიმპიადის პირველ ტურში, სადაც "სელესაოს" ნაკრებმა გერმანია დაამარცხა, "ევერტონის" ფორვარდმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ლეანდრო პარედესმა (არგენტინა) კი სოციალური ქსელის მეშვეობით დასცინა:

"რას იტყვი ფინალზე?" - იკითხა პარედესმა. ამ კითხვაში, რა თქმა უნდა, 2020 წლის კოპა ამერიკის ფინალი გახლავთ, სადაც ბრაზილია 0:1 დამარცხდა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული