ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონე ბეილსი (4 ოქროს მედალი ოლიმპიადაზე და 19 ოქრო მსოფლიო ჩემპიონატებზე) ტოკიოს მიმდინარე ოლიმპიადიდან ფსიქოლოგიური პრობლემების გამო მოეხსნა, მას კი მხარდაჭერა ცნობილმა ბრაზილიელმა ფორვარდმა ადრიანომ გამოუცხადა.
"კარგად ვიცი, რისი გავლაც გიწევს. უსამართლოა, რომ ადამიანები ასე დაუნდობლად იქცევიან. უბრალოდ, ბედნიერი იყავი და საკუთარ თავზე იზრუნე.
ეს ყველაფერი მეც გავიარე და კითხვებს საკუთარ თავს დღემდე ვუსვამ, მინდა ამოვხსნა, ჩემს თავს რა და რატომ ხდებოდა.
ყველა ამ ცუდ ადამიანს ღმერთი აპატიებს." - დაწერა ადრიანომ.
24 წლის სიმონე ძალიან რთულ პირობებში იზრდებოდა.
ნარკოდამოკიდებული დედა მასზე არ ზრუნავდა, ალკოჰოლიკ და კრიმინალ მამას კი საერთოდ არ იცნობდა. გოგონას გაშვილებას უპირებდნენ, სხვა ოჯახშიც გაგზავნეს, თუმცა, როცა ამის შესახებ დისპეჩერმა ბაბუამ გაიგო, სიმონე სახლში წაიყვანა და სწორედ მან აღზარდა.