პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ "პორტუს" სტადიონ "დრაგაოს" დიქტორი ფერნანდო საული "იუვენტუსის" თავდამსხმელ კრიშტინო რონალდოს შეურაცხყოფის გამო 1430 ევროთი დააჯარიმა, - იტყობინება "A Bola".
შეგახსენებთ, "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგაზე "პორტუს" სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, საულმა კი შემდეგ სოცილურ ქსელში დაწერა: "ჩვენ იტალიელ ქურდებზე შური ვიძიეთ, შური ვიძიეთ ღორ რონალდოზე იმის გამო, რაც "დრაგაოზე" გააკეთა. დოლორესისგან (კრიშტიანოს დედა) და მისი უკბილო ოჯახისგან ვიდეოს ველი".