"ვაუ, რა მიმზიდველი ვარ..." - კრაუჩი რონალდოზე სახალისო ისტორიას იხსენებს

AutoSharing Option
დებატები იმის შესახებ, თუ რომელის სჯობს კრიშტიანო რონალდო თუ ლიონელ მესი არ წყდება, თუმცა პორტუგალიელს ერთ დროს ამაზე თავისი შეხედულებები ჰქონდა.
ინგლისის ნაკრებისა და "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი, პიტერ კრაუჩის თქმით, რონალდოს აზრი ნაკლებად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რას ქმნიდნენ ისინი მოედანზე.

"რიო ფერდინანდი გვიყვებოდა ხოლმე, თუ როგორ იდგა ტიტველი კრიშტიანო რონალდო სარკის წინ ივარცხნიდა თმას და ამბობდა, ვაუ, რა მიმზიდველი ვარ" - იხსენებს პიტერი.

"სხვა "იუნაიტედის" ფეხბურთელები პორტუგალიელს ეუბნებოდნენ, რომ მესი მასზე უკეთესი ფეხბურთელი იყო, რაზედაც ის გაღიმებული პასუხობდა: კარგი,
მაგრამ ის ჩემსავით მიმზიდველი არ არის".

მომზადებულია marca-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული