ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრები დატოვა?

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ფეხბურთის ასოციაციასთან თავისი კონტრაქტის დასრულების შესახებ "ინსტაგრამზე" დაწერა.

44 წლის სპეციალისტმა, რომლის ხელმძღვანელობით უკრაინის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, ფეხბურთის ასოციაციას, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

შევჩენკომ ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა და ფეხბურთის ასოციაცია ირწმუნებოდა, რომ ხელშეკრულებას 2022 წლის ბოლომდე ანუ კატარის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე გაუგრძელებდნენ.

ფეხბურთის ასოციაციის სანაკრებო კომიტეტის თავკაცმა მირონ მარკევიჩმა განაცხადა, რომ შევჩენკო შვებულებაშია და ყველაფერი უახლოეს მომავალში გადაწყდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული