სუპერლიგა ცოცხალია, უეფა სტრასბურგში ასაჩივრებს

AutoSharing Option
The Times-ის ინფორმაციით, უეფა მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროპის სუპერლიგის დამაარსებელი კლუბების დასჯა არ შეიძლება, არ შეასრულებს.

გამოცემის მიხედვით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო აღნიშნულ განაჩენს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს და უეფაში დარწმუნებული არიან, რომ ამ სასამართლო დავას მოიგებენ.

მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, უეფამ საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ სუპერლიგის დაამარსებელი კლუბების მიმართ არანაირ სანქციას არ გამოიყენებს, ასევე, იტალიისა და ინგლისის ფეხბურთის ფედერაციებს მიმართოს, რომ მათ არ აქვთ უფლება, დასაჯონ ტურნირის დამაარსებელი კლუბები, რომლებმაც ეს შეჯიბრება დატოვეს.

"სუპერლიგის იდეა მკვდარია. გულშემატკივრებმა ის
მოკლეს და მკვდრეთით ვეღარ აღდგება", - უთხრა The Times-ს წყარომ.

შეგახსენებთ, ევროპის სუპერლიგა მხოლოდ მადრიდის "რეალმა", "ბარსელონამ" და ტურინის "იუვენტუსმა" არ დატოვეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სუპერლიგა Შეიქმნება რომ დასაჯოს უეფამ მაინც
Mima
17:30 02-08-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული