დღეს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მე-11 დღეს, ფეხბურთში ნახევარფინალური შეხვედრა ბრაზილიასა და მექსიკას შორის გაიმართა.
მატჩისთვის განკუთვნილი 90, ასევე დამატებული 30 წუთი უგოლოდ დასრულდა და საქმე პენალტების სერიაში გადავიდა, სადაც "სელესაოს" ნაკრებმა დიდი უპირატესობით, 4:1 გაიმარჯვა და ტიტულის დაცვისთვის მორიგი ნაბიჯი გადადგა.
შეგახსენებთ, 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში გამართულ ოლიმპიურ პირველობაზე ადგილობრივმა ბრაზილიამ თერთმეტმეტრიანების სერიაში გერმანიის ნაკრები 5:4 დაამარცხა.
რაც შეეხება მიმდინარე გათამაშების მეორე ფინალისტს, ოქროს მედლისთვის ერთმანეთს იაპონიისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.