"სელესაო" ტიტულის დაცვასთან 1 ნაბიჯშია! სამხრეთამერიკული დაპირისპირება ბრაზილიის გამარჯვებით დასრულდა

AutoSharing Option
დღეს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მე-11 დღეს, ფეხბურთში ნახევარფინალური შეხვედრა ბრაზილიასა და მექსიკას შორის გაიმართა.

მატჩისთვის განკუთვნილი 90, ასევე დამატებული 30 წუთი უგოლოდ დასრულდა და საქმე პენალტების სერიაში გადავიდა, სადაც "სელესაოს" ნაკრებმა დიდი უპირატესობით, 4:1 გაიმარჯვა და ტიტულის დაცვისთვის მორიგი ნაბიჯი გადადგა.

შეგახსენებთ, 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში გამართულ ოლიმპიურ პირველობაზე ადგილობრივმა ბრაზილიამ თერთმეტმეტრიანების სერიაში გერმანიის ნაკრები 5:4 დაამარცხა.

რაც შეეხება მიმდინარე გათამაშების მეორე ფინალისტს, ოქროს მედლისთვის ერთმანეთს იაპონიისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მექსიკა არ არის სამხრეთ ამერიკაში,ჩრდილოეთშია
გია
20:09 03-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული