ავსტრალიამ არგენტინა მიწასთან გაასწორა! სკოლა დიდი ოვაციებით გააცილეს

AutoSharing Option
ოლიმპიური თამაშების მე-11 სათამაშო დღეს კალათბურთში ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. სლოვენიის, ამერიკისა და საფრანგეთის შემდეგ საუკეთესო მეოთხე გუნდი ავსტრალიის ნაკრები გახდა, რომელმაც მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი 38 ქულიანი სხვაობით, 97:59 დაამარცხა.

ავსტრალიელთა რიგებიდან საუკეთესო პატი მილსი გახლდათ, რომელმაც თავი 18 ქულით, 2 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება არგენტინას, ნიკო ლაპროვიტოლამ გუნდს 16 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე "ალბისელესტეს" ლიდერი, 41 წლის ლუის სკოლა დიდი
აპლოდისმენტებით გააცილეს. სავარაუდოდ, ვეტერანი კალათბურთელი კარიერას დაასრულებს. რაც შეეხება მის დღევანდელ მონაგარს, ლუისის ანგარიშზე 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა გახლდათ.

ამრიგად, ავსტრალიის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გუნდი იქნება.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული