"ფურია როხამ" ასენსიოს სუპერგოლით იმარჯვა

AutoSharing Option
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ფინალში ბრაზილიასთან ერთად ესპანეთის ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომელმაც მასპინძელი იაპონიის 1:0 დამარცხება შეძლო.

შეხვედრის ძირითადი დროისთვის განკუთვნილი 90 წუთი უგოლოდ დასრულდა. "ამომავალი მზის" ქვეყნის წარმომადგენლები ბევრ მომენტს ვერ ქმნიდნენ, თუმცა, ამავდროულად, ვერც "ფურია როხას" ახალგაზრდები ბრწყინავდნენ.

დამატებით დროშიც თამაში თითქმის იდენტური სცენარით მიმდინარეობდა, თუმცა ცვლილებაზე შემოსულმა მარკო ასენსიომ 115-ე წუთზე მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა და საკუთარ ნაკრებს ფინალში ასპარეზობის შანსი მისცა.

რაც შეეხება ბრაზილიას, "სელესაოს" გუნდმა მექსიკა პენალტების სერიაში დაამარცხა.

ფინალური დაპირისპირება
7 აგვისტოს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება. რაც შეეხება მესამე ადგილისთვის შეხვედრას, მექსიკისა და იაპონიის ნაკრებები ერთმანეთს 6 ივლისს, ჩვენი დროით 15:00 საათზე შეხვდებიან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული