ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებს მესამედ ჩაუდგა სათავეში

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელად 69 წლის ლუი ვან გაალი დანიშნეს.

ვან გაალს კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე გაუფორმეს, ანუ ვიდრე ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატი არ დასრულდება. მისი თანაშემწე დენი ბლინდი იქნება.

ვან გაალი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს 2000-01 და 2012-14 წლებში ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით 2014 წლის მუნდიალზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.