"ბენფიკასთან" საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 0:2 დამარცხების შემდეგ, "სპარტაკმა" ასევე მარცხი იწვნია მოსკოვში რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში "ნიჟნი ნოვგოროდთან" (1:2) და გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია.
"სახალხო გუნდის" ფანები სკანდირებდნენ: "ეი, ფედუნ, ხმა ჩააკმენდინე შენს ბოზ ცოლს". მათ დაეთანხმა ყოფილი ჩოგბურთელი და "სპარტაკის" ქომაგი ევგენი კაფელნიკოვი, რომელმაც "ტვიტერზე" დაწერა: "სწორედაც რომ".
ოლიგარქი ლეონიდ ფედუნი "სპარტაკის" მფლობელია, მისი მეუღლე კი ზარემა სალიხოვაა, რომელიც კლუბის საქმეებში აქტიურად ერევა. თან, როგორც ამტკიცებენ, ზარემას ფეხბურთისა ბევრი არაფერი გაეგება.
სალიხოვას პერსონით არც რუსული მედიაა აღფრთოვანებული
და sport24-მა ცოლ-ქმარი იმპერატორ ეკატერინე II-ის სურათის ფონზე გამოსახა.