მესის გარეშე, თუმცა იმედით... "ბარსელონამ" "იუვენტუსი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აგვისტოს გამპერის თასზე "ბარსელონა" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა და სოლიდური უპირატესობით, 3:0 დაამარცხა. კატალონიური გუნდიდან ლიონელ მესის წასვლის შემდეგ თითქოსდა წარმატების ყველანაირი იმედი გაქრა, თუმცა "ბლაუგრანას" შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავი ირიცხება, რომლებიც გუნდისთვის დასაყრდნობი ფიგურები შეიძლება იყვნენ.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობას, კატალონიელებმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე, მე-3 წუთზე გახსნეს. თავი მემფის დეპაიმ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელი ფორვარდი კლუბს შესანიშნავად შეეწყო და პრესეზონის შეხვედრებში 3 გოლიც გაიტანა.

მატჩის პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა, მეორე ნახევრიდან კი "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ზეწოლა გაზარდეს და 57-ე წუთზე მარტინ
ბრაიტვეიტმა უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი მთავარი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში, 90+2 წუთზე რიკი პუჩმა გაიტანა.

"ბიანკონერის" შემადგენლობაში მოედანზე კრიშტიანო რონალდომ 45 წუთი დაჰყო, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა; 46-ე წუთზე კი მასიმილიანო ალეგრიმ დეიან კულუსევსკით შეცვალა.

რაც შეეხება ოფიციალურ შეხვედრებს, "ბარსელონა" 15 აგვისტოს, ლა ლიგის 1-ელ ტურში, "რეალ სოსიედადს" დაუპირისპირდება, "იუვენტუსი" კი 22 აგვისტოს "უდინეზეს" ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ ტურინელები სერია A-ს დაწყებამდე კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას, ამჯერად ბერგამოს "ატალანტასთან" გამართავენ. შეხვედრა 14 აგვისტოსაა ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რაც ლუის სუარესს გაუკეთა ბარსამ და გულშემატკივრებმა გადაყლაპეს, მას შემდეგ ეს მოსალოდნელი იყო
sul2
00:19 10-08-2021
0
ლაპორტა ეს სუპერ ლიგის ვირთხა და კუმანი ბულდოგა, კინწისკვრით უნდა გააგდო ბარსადან. ლაპორტა ერთი მესის არ დაეჭირა შენთვის მხარი,რა ჩემს ფეხებს მოიგებდი. მესი გაუშვით და თქვენ რჩებით? იბიომ.. ხ-თფუ.
რრს.
21:55 09-08-2021
1

myquiz
სიახლეები პოპულარული