რუსეთის პრემიერლიგაზე წარუმატებელი სტარტის შემდეგ "ურალის" მწვრთნელი იური მატვეევი გადააყენეს და მის ნაცვლად იგორ შალიმოვი დანიშნეს.
52 წლის შალიმოვს ეკატერინბურგულმა კლუბმა ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
შალიმოვის ბოლო სამუშაო ადგილი "ახმატი" იყო, რომელიც გასული წლის ივლისში დატოვა. ის ეკატერინბურგში ჩაფრინდა და ხვალ გუნდს პირველ ვარჯიშს ჩაუტარებს.
"ურალის" ღირსებას მოსკოვის "დინამოდან" იჯარის წესით გადასული ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე იცავს.