"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა "ბარსელონადან" პსჟ-ში გადასულ ლეო მესიზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.
"ლეო ჩემი უბრალოდ ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი როდია. სამყარო მის გარეშე სრულიად სხვანაირი იქნებოდა. მე გაცილებით ნაკლებ გოლს გავიტანდი! წინ, ახალი ოცნებისაკენ", - დაწერა სუარესმა თავის "ინსტაგრამზე".
სუარესი და მესი ოჯახებით მეგობრობენ და ვიდრე ლეო პარიზში გაფრინდებოდა, ისინი ბარსელონაში ერთად იყვნენ.