კრიშტიანო რონალდოს "იუვენტუსიდან" წასვლასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე დღეა ჭორები იწერება. ამიტომ თვითონ ფეხბურთელმა საჯაროდ თავის მომავალზე საუბარი გადაწყვიტა.
პორტუგალიელს მადრიდის "რეალში" დაბრუნებას ან სხვა ტოპ-გუნდში გადასვლას უკავშირებენ, თუმცა შემტევმა განაცხადა, რომ "ლოს ბლანკოსი" მისი წარსული გახლავთ.
"ადამიანებმა, რომლებიც მიცნობენ, იციან, თუ როგორ ვარ ჩემს საქმეზე ფოკუსირებული. ნაკლები საუბარი და მეტი მოქმედება, ეს კარიერის დასაწყისიდან დღემდე ჩემი დევიზი გახლავთ, თუმცა, რადგან ამდენი დაიწერა, მაშინ ჩემს პოზიციას გაგიზიარებთ" - წერს ფეხბურთელი საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე.
"ეს უფრო მეტია, ვიდრე უპატივცემულობა ჩემთვის, უპატივცემულობა კაცისა
და ფეხბურთელის მიმართ. სოციალურ ქსელში ჩემს მომავალზე საუბარი არასერიოზული ხერხით მიმდინარეობს, ეს კი უპატივცემულობაა კლუბების მიმართ, ისევე, როგორც მათი ფეხბურთელისა და თანამშრომლების მიმართ.
"მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში ჩემი ისტორია დავწერე. ის ისტორიაში სიტყვებითა და რიცხვებით, თასებითა და ტიტულებით, რეკორდებით დარჩება. ეს ყველაფერი ერთად "ბერნაბეუს" მუზეუმშია შენახული, რა თქმა უნდა, ყველა გულშემატკივრის გონებაში. ჩემი მიღწევების მიღმა მახსენდება, რომ იმ 9 წლის განმავლობაში მე "რეალის" გულშემატკივრებთან დიდი სიყვარული და პატივისცემა მქონდა, პატივისცემა, რომელიც დღემდე მაქვს და ყოველთვის იარსებებს. ნამდვილი მადრიდელი გულშემატკივრები ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან, მე კი - მათსაში.
ისევე, როგორც ესპანეთს, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს მიკავშირებდნენ, თუმცა არც ერთმა მათგანმა სიმართლის გარკვევა არ მონდომა. ამიტომ, მე დუმილს ვარღვევ, რათა ვთქვა, რომ არ მივცემ ადამიანებს უფლებას, ჩემი სახელით ითამაშონ. მე ჩემს კარიერასა და საქმეზე ვარ კონცენტრირებული, მზად ვარ ყველა იმ გამოწვევისთვის, რასთან ჭიდილიც მომიწევს. დანარჩენი სხვა? ეს უბრალოდ ყბედობაა" - განაცხადა რონალდომ.
მომზადებულია marca-ს მიხედვით