"არც მე ვარ რუსი" - ჯიქიას რუსული შოვინიზმი არ მოსწონს

AutoSharing Option
"როსტოვის" მედიადირექტორი ივან კორჟი გასულ სეზონში "სპარტაკში" SMM-მენეჯერად მუშაობდა და მე-18 ტურში "სოჭისთან" გასვლითი მატჩის წაგების (0:1) შემდეგ ჩხუბის ამბავი გაიხსენა.

კორჟი ამბობს, რომ ფეხბურთში არ უნდა ჰქონდეს ადგილი შოვინიზმს, იმ შეხვედრის მერე კი "სპარტაკის" მწვრთნელ დომენიკო ტედესკოს შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო მის თანაშემწეს, ანდრეას ჰინკელს, მეტოქე გუნდის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ხელი გაარტყა. კორჟმა ნამატჩევს "სპარტაკის" მცველ გიორგი ჯიქიას მოქმედება აღნიშნა:

"როდესაც უკან მოვფრინავდით, ჩემთან ჯიქია მოვიდა და მითხრა: "წავიდეთ დომენიკოსთან, რაღაცის გადათარგმნა მინდა". მივყევი და მან მწვრთნელს უთხრა: "ჩემთვის, გუნდისა და კლუბისთვის
აბსოლუტურად მიუღებელია, რაც მოხდა. მე თვითონ არ ვარ რუსი და ჩემთვის ასეთი რამეების მოსმენა სასიამოვნო არ არის. მიიღე ჩემი და გუნდის ბოდიში და იცოდე, მუდამ შენთან ვართ". ამის შემდეგ ჯი და მწვრთნელი ერთმანეთს გადაეხვივნენ", - ციტირებს კორჟს Матч ТВ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩემთვის ეს კაცი არის დჟიკია და არა ჯიქია.
ქუთაისელი
18:00 26-08-2021
2
პირდაპირ განაცხადა ინტერვიუში არ ვარ ქართველიო :(
ზურა
12:00 26-08-2021
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული