ოფიციალურად - "რუბინმა" დანიელი გარემარბი შეიძინა

AutoSharing Option
"რუბინმა" "მიდტიულანდის" 23 წლის ნახევარმცველი ანდერს დრაიერი 6 მილიონ ევროდ შეიძინა და ხუთსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას ყაზანური კლუბი 3 წლის განმავლობაში დაფარავს.

დრაიერი ადრე "ესბიერგში", "ბრაიტონში", "სენტ მირენსა" და "ჰერენვენში" თამაშობდა, დანიის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, მარჯვენა ნახევარმცველია, თუმცა მარცხნივაც შეუძლია თამაში და თავდასხმაშიც.

ekstrabladet-ის მტკიცებით, დრაიერმა "რუბინში" ხვიჩა კვარაცხელია უნდა შეცვალოს, რომელიც სავარუდოდ გუნდს გამოიცვლის.

"რუბინი" აგრეთვე "სელტიკის" 23 წლის თავდამსხმელ ოდსონ ედუარის 18 მილიონად ყიდვას აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დანიის და შოტლანდიის ასეთი ძვირიანი ფეხბურთელები რუსეთში მოდიან და აბა ქართველი, რომ წავიდეს რუსეთი რა გასაკვირია ?! ვის რაში გამოდგება ეგ მეორე საკითხია.
დევკალიონი
19:56 07-09-2021
0
ამ ლოგიკით გამოდის, რომ რომელიმე ძლიერ კლუბში გადადის და თან არა 18 მილიონად არამედ 40 მილიონად. მაგრამ რუსები და ლოგიკა ცოტა რთული საქმეა.18 მილიონად ვიღქცქს ყიდულობენ 6 მილიონად ვიღქცა იყისეს აგერ 7 მილიონად კიდრვ იყიდეს და ესეც შენი 31 მილიონი. მოკლედ 40 მილიონიან გარიგენას ველოდები
გიორგი ბოლქვაძე
22:07 28-08-2021
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული