დანიის სუპერლიგის ლიდერ "მიდტიულანდის" 23 წლის გარემარბი ანდერს დრაიერი "რუბინში" გადადის, - იტყობინება Ekstra Bladet-ი.
დრაიერმა ჩემპიონატის მე-6 ტურში, "სილკებორგთან" მოგებულ მატჩში (3:0) მონაწილეობა მიიღო, გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და მალე ყაზანურ გუნდში გადაბარგდება.
დრაიერი ადრე "ესბიერგში", "ბრაიტონში", "სენტ მირენსა" და "ჰერენვენში" თამაშობდა, დანიის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ამ სეზონში ჩემპიონატის 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ნახევარდაცვის ორივე ფლანგსა და თავდამსხმელის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.
"მიდტიულანდი" მას ყაზანურ კლუბს 52.5 მილიონ კრონად (დაახლოებით 7 მილიონ ევროდ) მიჰყიდის. ფეხბურთელი მედშემოწმებას
გერმანიაში გაივლის.
დრაიერმა 2021 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა და ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებს გაუტანა გოლი. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი 6 მილიონია.
დრაიერმა 2021 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა და ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებს გაუტანა გოლი. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი 6 მილიონია.
დიდი ალბათობით, დრაიერს ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად ყიდულობენ, რომლის შესახებ ბოლო ხანს ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია.
ekstrabladet-ი აღნიშნულ ტრანსფერზე წერს, რომ დრაიერმა "რუბინის" ახალგაზრდა ქართველი კომეტა უნდა შეცვალოს, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ფეხბურთელია.