"რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს არ გამოვიძახებ. იქ იმდენი ბავშვი დაობლდა" - განაცხადა უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ პეტრაკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს არ გამოიძახებს.

"თქვენ მე მითხარით, აი, ავდგები და რუსეთიდან ფეხბურთელებს ვუხმობ - დამიჯერებთ? არა? გესმით, მოცემული მომენტისთვის, გულწრფელად გეტყვით, მე რუსეთის ჩემპიონატიდან მოთამაშეთა მოწვევის საკითხს არ განვიხილავ. და იცით რატომ?

თებერვალში სახლში ვიჯექი, თავად გესმით - პანდემია, რამდენი ხანი არ მიმუშავია. ვუთხარი მეუღლეს, გავალ, გავივლი-მეთქი. მე ძირძველი კიეველი ვარ, ვიფიქრე, უბრალოდ ქალაქში გავიდოდი. უბრალოდ ქალაქში ფეხით გავიარე. წმინდა მიხეილის ეკლესიას მივუახლოვდი. იქიდან ქვევით "დინამოს" სტადიონისკენ მიდის გზა, მუზეუმისკენ.

რესტავრირებულ
ანდრეევსკის ეკლესიაში შევედი, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი ვნახე. გვერდით კი მიხაილოვსკთან ფოტოებია. მე ვნახე, რამდენი ჩვენი სამხედრო დაიღუპა. გოგონებიც და ახალგაზრდა ბიჭებიც. იმდენი გვარია, იმდენი სურათი...

მე მივხვდი, რომ ახლა არც რუსეთიდან ფეხბურთელების გამოძახება, არც შერიგება აპრიორი არ შეიძლება იყოს. იქ იმდენი ბავშვი დარჩა, იმდენი ობოლი... ამიტომ - არა, ახლა არა, არანაირად. შესაძლოა, დროის გასვლის შემდეგ... მაგრამ ამ მომენტში - არა. ვამბობ პირდაპირ და გულწრფელად".

მკითხველის კომენტარები / 25 /
მის ნათქვამს ვერ შევაფასებ, უბრალოდ ვერ ვიგებ, რუსეთში მოთამაშე იმ ფეხბურთელებმა რა დააშავეს, რომლებიც სპორტული თვალსაზრისით ფორმაში არიან და იმსახურებენ ნაკრებში თამაშს. თავი და თავი ის უნდა იყოს, რომ უკრაინელ ფეხბურთელებს რუსეთის ლიგაში აეკრძალოთ თამაში, თორემ მოცემულ მომენტში თვითონ უკრაინის ნაკრები ზარალდება. პრინციპულობა დასაფასებელია, უბრალოდ შედეგიც უნდა მოჰყვეს
: )))))))
13:32 31-08-2021
2
იმან და ამან რა თქვა, მათი საქმეა. თუ კანონით რომელიმე ქვეყანაში თამაში არ ეკრძალება, არც ნაკრებში გამოძახებაზე უნდა იყოს შეფერხება. ისე კი, ეგ ბავშვური განცხადებები რეალურად მხოლოდ ირონიას იწვევს. ჩადით ბათუმში. ქალაქი გავსებულია იმ ქვეყნების მოქალაქეებით, რომლებსაც სხვადასხვა დროს აოხრებული ყავთ საქართველო და ახლაც მიტაცებული აქვთ მიწები. მიუღებლად მიაჩნიათ რუსეთში მოთამაშე სპორტსმენი? მაშინ გაწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა, ჩაკეტონ საზღვრები, კანონის დონეზე მიიღოს რადამ აკრძალვები. აბა, ყველანაირი ურთიერთობა აქვთ, დსთ-დანაც კი არ გასულან(მხოლოდ დსთ-ს ადმინისტრაციასა და წარმომადგენლობაში აღარ ჰყავთ წევრები) და რას მსახიობობენ? როდესაც სამართლებრივ სახელმწიფოზე გაქვს პრეტენზია, ეგეთი საქციელი მინიმუმ უხერხულია.
მამუკა
14:28 30-08-2021
14

სიახლეები პოპულარული